Quantcast
Channel: კინო სიახლები - ფილმები ქართულად
Viewing all 449 articles
Browse latest View live

როგორ გამოიყურება ფილმებიდან ცნობილი კადრები სინამდვილეში?

$
0
0
ინსტაგრამგვერდი, სახელად Movies.effectsწარმოადგენს პლატფორმას, რომელიც საკუთარ მომხმარებელს სთავაზობს ცნობილი მაღალტექნოლოგიური ფილმების Before and After კადრებს, კერძოდ, როგორ გამოიყურება სინამდვილეში მაგიური კადრები, რომლებსაც ჩვენ ტელეეკრანებზე ვხედავთ.



სოციალური ქსელის მმართველებს სურთ ადამიანები CGI-ს ძალაში დაარწმუნონ. ამ ფოტოების ნახვა ერთდროულად სახალისო და აღმაფრთოვანებელია:

Marvel-ის ახალ ფილმში პირველად გამოჩნდება გეი სუპერგმირი

$
0
0
Marvel-ი ეძებს მსახიობს, რომელიც ჰომოსექსუალ სუპერგმირს ითამაშებს ფილმში The Eternals. ამის შესახებ გამოცემა Vice-ი წერს.

გამოცემის წყაროს ცნობით, ამ როლისთვის ისინი ეძებენ ნებისმიერი ეროვნების მქონე 30-დან 49 წლამდე მსახიობს. ამასთან, მსახიობის სექსუალური ორიენტაციის შესახებ ცნობილი უნდა იყოს. ფილმის გადაღება 2020 წლისთვის უნდა დასრულდეს.

The Eternals-ის კომიქსში ყველაზე პერსონაჟი ჰეტეროსექსუალი იყო, ამიტომ ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რომელიც სუპერგმირი გახდება გეი.

რამდენად კარგად იცნობთ Jim Carrey-ს შემოქმედებას ?

$
0
0
გამოიცანი Jim Carrey-ს მონაწილეობით ფილმები სურათების მიხედვით .

სურათების მიხედვით გამოიცანით დისნეის ანიმაციური ფილმები

$
0
0
სურათების მიხედვით გამოიცანით დისნეის ანიმაციური ფილმები

რამდენად კარგად გახსოვთ "კარიბის ზღვის მეკობრეები"?

$
0
0
რამდენად კარგად გახსოვთ "კარიბის ზღვის მეკობრეები"?

ალადინის პირველი თრეილერი გამოვიდა

$
0
0
ალადინის ეკრანიზაცია კინოთეატრებში სულ მალე გამოვა. ჩვენ უკვე ბევრი ვიცინეთ უილ სმიტზე, რომელიც ჯინის როლის შესასრულებლად გაცისფრდა. ახლა კი შეგვიძლია ვნახოთ ფილმის სრული თრეილერი:

ტომი და ჯერის"ფილმის გამოსვლის თარიღი ცნობილი გახდა"

$
0
0
ომპანია Warner Bros.-მა "ტომის და ჯერის" მხატვრული ფილმის გამოსვლის თარიღი გამოაცხადა. გამოცემა Deadline სტუდიის წარმომადგენლებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ პროექტი კინოგაქირავებაში 2021 წლის 16 აპრილს ჩაეშვება.

სურათის რეჟისორის პოსტი ტიმ სთორის უკავია, რომელმაც "ფანტასტიკური ოთხეული" და მისი გაგრძელება გადაიღო. აღსანიშნავია, რომ ტომის და ჯერის კინოგაქირავებაში პირდაპირი კონკურენტები არ ჰყავთ, თუმცა აპრილში სტუდია Unviersal სათავგადასავლო ბოევიკის - "ფორსაჟის" ფინალური ნაწილს გამოუშვებს.

შეგახსენებთ, რომ მოკლემეტრაჟიანი მულტფილმების სერია "ტომი და ჯერი" ანიმატორებმა - უილიამ ჰანამ და ჯოზეფ ბარბერამ გასული საუკუნის 40-იან წლებში შექმნეს. ის პოპულარული გახდა არამხოლოდ ბავშვებს შორის, არამედ დიდებს შორისაც. 50-იანი წლების ბოლომდე მულტფილმებს ბრენდი MGM უშვებდა.

"ტომის და ჯერის" გვიანდელი ეპიზოდები არაერთხელ გაუკრიტიკებიათ ძალადობისა და რასობრივი სტერეოტიპების გავრცელების გამო, ამიტომაც კლასიკური მულტფილმებიდან ზოგიერთი სცენა ამოჭრეს, თუმცა კოლექციური გამოცემა, რომელსაც ცენზურა არ შეხებია მაყურებელს "შეურაცხმყოფელი კონტენტის შესახებ" აფრთხილებს.

ფოტოები: რა მოხდა შურისმაძიებლების ახალ თრეილერში.

$
0
0
შურისმაძიებლების ახალი თრეილერი სულ რამდენიმე საათის წინ გამოჩნდა ინტერნეტში. რა თქმა უნდა, ყველა ფანმა, რომელიც ამ დღეს ასე ძალიან ელოდა, ეკრანებს თვალები ვერ მოსწყვიტა. ჩვენ გადავწყვიტეთ აქ მაინც დავწეროთ რა სიახლეები გავიგეთ თრეილერიდან.

თრეილერში ბევრი კადრი წინა მარველის სამყაროს ფილმებიდან იყო. ძირითადი სიახლე, რა თქმა უნდა, კაპიტანი მარველის ფილმში გამოჩენა გახდა. თორის გაცნობისას, ღმერთის ჩაქუჩი მის თავს ჩაუქროლებს, ხოლო ღმერთი განაცხადებს, რომ მას მოსწონს კაპიტანი.

შავი ქვრივის თმის სტილის მრავალფეროვნება, შეიძლება იმაზე მეტყველებდეს, რომ ფილმში შურისმაძიებლები დროში იმოგზაურებენ.

კლინტ ბარტონს, იგივე Hawlkeye-ს და შავ ქვრივს, ერთად ვხედავთ. ენთმენი შურისმაძიებელთა ჯგუფს შეუერთდება.

რადაც არ უნდა დაგვიჯდეს – ისმის შურისმაძიებელთა ხმა თრეილერის ბოლოს. და ფანები შურისმაძიებელთა რიგებში დაბრუნებულ, რკინის კაცს ხედავენ!!!!

26 აპრილს კი ფილმი კინოთეატრებში გამოვა. თრეილერი კი შეგიძლიათ აი აქ ნახოთ

მარგო რობი ბარბის როლს შეასრულებს

$
0
0
მარგო რობი ბარბის როლს შეასრულებს







ვარსკვლავი მარგო რობი ლეგენდარულ თოჯინა ბარბიზე გადაღებულ მხატვრულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმი ეკრანებზე 2020 წელს გამოვა. რობიმდე თოჯინის როლზე ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი განიხილებოდა.

სათამაშო მაღაზიების დახლებზე ბარბი პირველად 1959 წელს გამოჩნდა, თოჯინა 60 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა. ბარბის ფრენჩაიზი არაერთ კომიქსსა და ანიმაციურ ფილმს მოიცავს.

მარგო რობი ბარბის როლს შეასრულებს

$
0
0
მარგო რობი ბარბის როლს შეასრულებს







ვარსკვლავი მარგო რობი ლეგენდარულ თოჯინა ბარბიზე გადაღებულ მხატვრულ ფილმში მთავარ როლს შეასრულებს.

ფილმი ეკრანებზე 2020 წელს გამოვა. რობიმდე თოჯინის როლზე ჰოლივუდის კიდევ ერთი ვარსკვლავი ენ ჰეთეუეი განიხილებოდა.

სათამაშო მაღაზიების დახლებზე ბარბი პირველად 1959 წელს გამოჩნდა, თოჯინა 60 წლის განმავლობაში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი სათამაშოა. ბარბის ფრენჩაიზი არაერთ კომიქსსა და ანიმაციურ ფილმს მოიცავს.

"ლოკი"ცოცხალია? Disney გეგმავს სატელევიზიო სერიალს "ლოკისა"და "Scarlet Witch"-ის მონაწილეობით

$
0
0
"ლოკი" ცოცხალია? Disney გეგმავს სატელევიზიო სერიალს "ლოკისა" და "Scarlet Witch"-ის მონაწილეობით


 
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
 



Disney-ს გეგმავს ახალი სატელევიზიო სერიალის დაწყებას პოპულარული "მარველის" პერსონაჟების მიხედვით , რომელშიც მთავარ როლს შეასრულებენ Tom Hiddleston და Elizabeth Olsen.
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ფანები ვარაუდობენ რომ პრემიერა იქნება 2019 წლის ბოლოს ან 2020 წლის დასაწყისსში.

ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი “გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

$
0
0
ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი “გრეის ანატომიაში“ ითამაშებს

 
 
 
 
 

 
 
 
 
 






ქართველი მსახიობი ირაკლი გრძელიშვილი გრეის ანატომიაში ითამაშებს და პოპულარული სერიალის ახალ სეზონში გამოჩნდება. ამის შესახებ ინფორმაციას და ფოტოს თავად მსახიობი ფეისბუქის მეშვეობით ავრცელებს.

სილვესტერ სტალონე აქვეყნებს "რემბო 5"-ის ახალ ფოტოს მის ინსტაგრამზე

მარველის კინოსამყაროში შესაძლოა მუსლიმი სუპერგმირი გაჩნდეს

$
0
0
მარველის კინოსამყაროში შესაძლოა მუსლიმი სუპერგმირი გაჩნდეს

 
 
 

 
 
 
 
 
 
 
 









მარველის კინოსტუდიის პრეზიდენტმა კევინ ფეიგიმ განაცხადა, რომ კომიქსების სამყაროს შესაძლოა მუსლიმი სუპერგმირიც შეემატოს.

აზრი მას შემდეგ გაჟღერდა, რაც ქალი სუპერგმირი გაჩნდა ბრი ლარსონის პერსონაჟის, კაპიტანი მარველის სახით. პაკისტანელი ამერიკელი პესონაჟის სახელი მისის მარველია (რეალურ ცხოვრებაში მას კამალა კხანი ქვია).

მუსლიმი სუპერგმირი კომიქსებშიც გვხვდება. პირველად ის 2013 წლის კომიქსში გამოჩნდა.

მერკურის ყოფილმა საცოლემ “ბოჰემური რაფსოდიიდან” 40 მილიონი ევრო მიიღო

$
0
0
მერკურის ყოფილმა საცოლემ “ბოჰემური რაფსოდიიდან” 40 მილიონი ევრო მიიღო


 
 
 
 
 
 
 


 
 
 
 



ოჰემური რაფსოდიის წარმატებით ყველაზე მეტად, ალბათ, სწორედ ფრედი მერკურის ყოფილმა საცოლემ, მერი ოსტინმა იხეირა, რომლის შესახებაც ძალიან ცოტა ადამინს თუ სმენოდა.

ის ამჟამად, არამხოლოდ ცხოვრობს მერკურის 20 მილიონ ევროდ შეფასებულ ლონდონის სახლში, არამედ ფილმიდან მოგების სახით 40 მილიონ ევროსაც იღებს.

ფილმმა მსოფლიოს კინოგაქირავებაში 600 მილიონი ევრო უკვე მოაგროვა.

როგორც ცნობილია, ოსტინმა და მერკურიმ ერთმანეთი 70-იან წლებში გაიცნეს. დაშორების მიუხედავად, წყვილს მერკურის სიცოცხლის ბოლომდე ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. მომღერალმა მას თავისი ქონების და სამომავლო შემოსავლების 50 პროცენტი დაუტოვა.

ჰარი პოტერის მსახიობები გვიყვებიან, როგორი იყო ალან რიკმანი გადასაღებ მოედანზე

$
0
0
ჰარი პოტერის მსახიობები გვიყვებიან, როგორი იყო ალან რიკმანი გადასაღებ მოედანზე

 
 







2016 წლის 14 იანვარს, სამყარომ შოკისმომგვრელი ამბავი გაიგო - ლეგენდარული ბრიტანელი მსახიობი, ალენ რიკმანი გარდაიცვალა.
მიუხედავად უამრავ ფილმსა თუ თეატრის სცენაზე შესრულებული განუმეორებელი როლისა, ამდენი წლის შემდეგაც კი რიკმანს ჰარი პოტერში განსახიერებული სევერუს სნეიპის როლით მოიხსენიებენ.
გაინტერესებთ, როგორი იყო ლეგენდარული მსახიობი პოტერიადას სერიის გადაღების დროს? ამ კითხვაზე პასუხს თავად ფილმის შემოქმედებითი გუნდი სცემს.


ევან ლინჩი - ლუნა ლავგუდი
"ალანი მეთოდური მსახიობი იყო, რეპეტიციების დროსაც კი ვერ გამოდიოდა როლიდან. ამიტომ გადასაღებ მოედანზე, თითქმის ყველას გვეშინოდა. არასდროს იღიმოდა და მას ყველა დიდი პატივისცემით ესაუბრებოდა. გადაღებების დაწყებამდე რამდენიმე კონტრაქტს მოვაწერეთ ხელი, მათ შორის იყო პუნქტი, სადაც ეწერა, რომ მოედანზე მოსულ სტუმრებთან დიდი დრო არ უნდა გაგვეტარებინა. თუმცა არასდროს დამავიწყდება, როგორ არღვევდა ამ წესს ალანი და როგორ იყო გარშემორტყმული უამრავი ბავშვით, რომლებთან ერთადაც კარგად ხალისობდა", - იხსენებს ლინჩი.


ოლივერ პელპსი - ჯორჯ უიზლი
"როდესაც აიპოდი პირველად გამოვიდა, ერთ-ერთ დაჯილდოების ცერემონიაზე საჩუქრად გადმოგვცეს ისინი. ერთ დღესაც, როდესაც მე და ალანი საგრიმიოროში ვიყავით, მთხოვა, მასწავლე, როგორ ჩავრთოო. რა თქმა უნდა, ვასწავლე. ძალიან სახალისო სანახავი იყო, როგორ შეეძლო გარდასახვა - ერთ წამს სნეიპი იყო, უცებ კი ალან რიკმანი ხდებოდა", - ყვება ოლივერი.


კრის კოლომბუსი - რეჟისორი
"როდესაც ალანს პირველად შევხვდი, ცოტა შემეშინდა. თუ ხასიათზე ვერ იყო, მაშინ განსაკუთრებით ვერიდებოდი, თუმცა მეორე წამს, როდესაც როლზე ვიწყებდით საუბარს, იღიმოდა და ეს ყველაზე თბილი რამ იყო, რაც შეიძლება მენახა უსაზღვროდ დიდი იუმორის გრძნობა ჰქონდა. საოცრება იყო მასთან ერთად მუშაობა", - იხსენებს კრის კოლომბუსი.

სუპერგმირებს რომ შვილები ჰყოლოდათ (ილუსტრაცია)

როგორ გამოიყურება "ტიტანიკი"ჩაძირვიდან 105 წლის შემდეგ

$
0
0
ლეგენდალური ლაინერი „ტიტანიკი“ ზუსტად 105 წლის წინ ჩაიძირა, 1912 წელს.
ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც წყალქვეშაა გადაღებული და რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორაა შენახული გემის კორპუსი.

ამჟამად „ტიტანიკი“ 4 ათასი მეტრის სიღმეზეა და მისი კორპუსის ორ ნაწილს შორის დაშორება 600 მეტრია. შეგახსენებთ, ჩაძირვისას ლაინერი შუაზე გადატყდა.
მეცნიერები ფსკერის ამ ნაწილში დღემდე პოულობენ სარკეებს, სკივრებს, ავეჯსა და სხვა ნივთებს, რომელიც გემის ინტერიერისა და მგზავრების ბარგის ნაწილია.




როგორ გამოიყურება "ტიტანიკი" ჩაძირვიდან 105 წლის შემდეგ
















როგორ გამოიყურება "ტიტანიკი" ჩაძირვიდან 105 წლის შემდეგ



















როგორ გამოიყურება "ტიტანიკი" ჩაძირვიდან 105 წლის შემდეგ

“ჯონ ვიკი 3”-ის პირველი თიზერი გამოვიდა

$
0
0
“ჯონ ვიკი 3”-ის  პირველი თიზერი გამოვიდა

 
 
 
 
 
 
 
 
 
 

 
 
 
 







მძაფრსიუჟეტიანი ფილმის ჯონ ვიკის მესამე ნაწილის პირველი თიზერი გამოვიდა:

ვინ არის ჯილენჰოლის მისტერიო “ადამიანი-ობობა: შინიდან შორს“-იდან?

$
0
0
ვინ არის ჯილენჰოლის მისტერიო “ადამიანი-ობობა: შინიდან შორს“-იდან?
















სამშაბათს "ადამიანი-ობობა: შინიდან შორს" თრეილერი ვიხილეთ და განსაკუთრებით ორმა რამემ დაგვაინტერესა.

პირველი: ტომ ჰოლანდი ცოცხალია მიუხედავად იმისა, რომ თანოსმა შურისმაძიებლები: უსასრულობის ომში მტვრის დიდ ბუღში გახვია ის. ჩვენ "შურისმაძიებლები: ომის დასასრულს” (26 აპრილი) უნდა დაველოდოთ რომ დანამდვილებით გავიგოთ როგორ ეწერება ეს ყველაფერი დროით მოცემულობაში.

მეორე: რატომ ადევს ჯეიკ ჯილენჰოლის მისტერიოს თავზე აკვარიუმი?

ფილმში მსახიობი მისტიკურ გმირ მისტერიოს ასრულებს, რომელიც მან პირველად 2017 წლის ადამიანი-ობობაში ითამაშა. ახალ თრეილერში ჩვენ ვხედავთ, რომ მისტერიო პიტერ პარკერს წყლის ბურთებს ესვრის და თავზე აკვარიუმი აქვს ჩამოცმული.


ვინ არის ჯილენჰოლის მისტერიო “ადამიანი-ობობა: შინიდან შორს“-იდან?
 
 
 
 
 
 
 
 

 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 









მისტერიო კომიქსებში 1960 წლიდან ჩნდება და ის ვილანია, რომელიც ფოკუსების დახმარებით კრიმინალს სჩადის. ახალ ფილმში შეიძლება ის მთლად ბოროტმოქმედად არ მოგვევლინოს და მხოლოდ საკუთარ პირად დემონებს ებძოლოს. სუპერგმირი ფარული ცოდვებით?

როგორც არ უნდა იყოს, ჯილენჰოლის გმირი საინტერესოდ გამოიყურება. ყველაფერს ამ გაზაფხულზე გავიგებთ.
Viewing all 449 articles
Browse latest View live