1)მარსელი /The Martian (2015)
ფილმის სიუჟტში ორი თვალთახედვა ჩანს: ასტრონავტის (მეთ დეიმონი), რომელიც ყოველ დღე ცდილობს თავი გადაირჩინოს და NASA–ს, რომელიც პრაგმატულად აღიქვამს მისი გადარჩენის მცდელობას. ფილმის რეჟისორი რიდლი სკოტია. მისი დაბრუნება ამ ჟანრში წარმატებულად შეიძლება ჩაითვალოს.
2) ინტერსტელარი /Interstellar (2014)
კრისტოფერ ნოლანის კოსმოსური დრამა ინტერსტელარი გადაღებულია ახლო მომავალში, როდესაც კაცობრიობა ნელნელა კარგავს სოფლის მეურნებას.
ფილმში ყურადღება გამახვილებულია მამისა და ქალიშვილის ურთიერთობაზე, როცა მამა კოსმოსში მიფრინავს, კაცობრიობისათვის ახალი საცხოვრებელი ადგილის საპოვნელად.
3)გრავიტაცია / Gravity (2013)
გრავიტაცია შეიძლება სანდრა ბულოკის სოლო პერფორმანსადაც მივიჩნიოთ. ორი ასტრონავტი ცდილობს გადარჩეს კოსმოსში, მათი ხომალდის მეტეორიტებით განადგურების შემდეგ. მთელი სიუჟტი ტრიალებს იმის გარშემო, თუ რა იქნებოდა, ეს რომ ნამდვილ ცხოვრებაში მომხდარიყო, თან განხილულია ადამიანის ფიქოლოგია ამ სიტუაციაში.
4)მთვარე / Moon (2009)
მთვარე დაბალბიუჯეტიანი ფილმია, მაგრამ სემ როკუელის არაჩვეულებრივი შესრულება ამ ფაქტზე ყურადღების გამახვილების საშუალებას არ გვაძლევს. ის თამაშობს ასტრონავტს, რომელიც მთვარის ბაზაზე კონტრაქტის დასრულებას ელოდება, რომ დედამიწაზე დაბრუნდეს. ფილმში ასევე მონაწილეობს კევინ სპეისი, რომელიც მარტო თავისი ხმით აინტრიგებს მაყურებელს.
5)ადამიანი დედამიწიდან / The Mand from Earth (2007)
ფილმის ადამიანი დედამიწიდან სიუჟეტი მიყვება პროფესორს, რომელიც ამტკიცებს რომ 14 000 წლისაა. ეს ჰიპოთეზა ხდება მისი კოლეგების მსჯელობის საგანი და საბოლოოდ ისინი იმ დასკვნამდე მიდიან, რომ ეს შესაძლოა არც ისე დაუჯერებელია, როგორც სინამდვილეში ჩანს.
6)გათაკა / Children of Men (2006)
2027 წელს კაცობრიობა გადაშენების პირასაა, რადგან ადამიანებმა გამრავლების უნარი დაკარგეს. ვითარება იცვლება, როდესაც ფეხმძიმე ქალი ჩნდება, რომელიც სამყაროს გადარჩენის უკანასკნელი იმედია. ფილმში კაცობრიობის პირმშო მრავლადაა სიმბოლისტური სცენები.
7)გათაკა / Gattaca (1997)
ფილმში გატაკა ჩანს დისტოპიური ხედვა არც ისე შორ მომავალზე, სადაც ადამიანების დაბადება მათ ბედისწერას განსაზღვრავს. მთავარი გმირი მიდის ბედისა და სისტემის წინააღმდეგ.
8)სოლარისი / Solaris (1972)
სოლარისი არის ფილმი, რომელიც შეისწავლის კაცობრიობას, როგორც მთლიანს და ეხება ისეთ საკითხებს, როგორიცაა სინდისი, სიყვარული, ადამიანის ბუნება. ფილმში ასევე აღწერილია მომავალი და 5 წთ–იან სცენაში ჩანს მომვალის ქალაქი, რომელიც დღეისათვის შეიძლება მოძველებულად მოგვეჩვენოს, მაგრამ იმ დროისათვის ეს ნოვატორული იყო.
9)Marooned (1969)
ფილმი Marooned მოგვითხრობს 3 ასტრონავტზე, რომლებიც კოსმოსში დარჩნენ და ელოდებიან, როდის გადაარჩენს NASA მათ. ფილმი ცნობილია ფილოსოფიურ საკითხებზე მსჯელობით, როდესაც ორ მთავარ გმირს: ჯინ ჰეკმანსა და გრეგორი პეკს შორის საკმაოდ საინტერესო დიალოგი იმართება.
10)10.2001 წელი: კოსმოსური ოდისეა / A Space Odyssey (1968)
კუბრიკის შედევრი 2001 წელი: კოსმიური ოდისეა, რომლის გადაღებიდანაც თითქმის 50 წელი გავიდა, მაგრამ დღემდე ახერხებს დარჩეს ერთერთ ყველაზე ტექნოლოგიურად წინასწარმეტყველურ ფილმად.