Quantcast
Channel: კინო სიახლები - ფილმები ქართულად
Viewing all 449 articles
Browse latest View live

სიმღერის სახელი / The Song Of Names (ქართულად)

$
0
0
ფილმი მოგვითხრობს ორ ახალგაზრდა მუსიკოსზე, რომლებიც მეორე მსოფლიო ომის დროს ჰოლოკოსტს გადაურჩებიან. მოულოდნელად, ერთ-ერთი მათგანი მეგობრის ცხოვრებიდან მთელი 40 წლით გაუჩინარდება, და მხოლოდ ასეთი ხანგრძლივი დროის შემდეგ გაირკვევა, მათი განშორების საიდუმლო…

ნემსზე 2 / T2: Trainspotting (ქართულად)

$
0
0
ფილმის მთავარი გმირები კვლავინდებურად ოთხი მამაკაცია, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდნენ თავი დაეღწიათ მათი მავნე ჩვევებისთვის, მაგრამ, მიუხედავად მათი მცდელობისა, მათ ყველაფერი ცუდათ გამოუვიდათ. ბიჭები ძალიან ახალგაზრდები და დაუდევრები იყვნენ, ზუსტად ამის გამო აღმოჩნდნენ ყველაზე არაპროგნოზირებად სიტუაციებში, რომელიც საბოლოოდ მათვის ნამდვილი კატასტროფა გახდება. მრავალი წლის უკან ბიჭებმა ამჯობინეს ნარკოტიკებს შეშვებოდნენ და გადაწყვიტეს პორნო ბოზნესით დაკავებულიყვნენ. ისინი თვლიდნენ, რომ ზუტად ამ ბიზნესში შეძლებდნენ ბევრი ფულის შოვნას. მაგრამ არც ერთ მათგანს არ სურდა ეფიქრა, თუ რამდენად რთული იქნებოდა ამ ბიზნეში ყოფნა, მსოლოდ მოგვიანებით მიხვდებიან, რომ საკმაოდ ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღეს, რომელმაც მთლიანობაში ძალიან დიდი პრობლემები და უამრავი დანაკარგი გამოიწვია. მაგრამ ახლა მათ მოუწევთ იპოვონ გამოსავალი, რისი დახმარებითაც ისინი ადვილად დატოვებენ კრიმინალურ სამყაროს და წყლიდან მშრალები გამოვლენ.

შერლოკ ჰოლმსი 3 / Sherlock Holmes 3 (ქართულად)

$
0
0
შერლოკ ჰოლმსი კვლავ აგრძელებს მისი მშობლიური ინგლისის უსაფრთხოებაზე ზრუნვას. მისთვის პრობლებას არ წარომადგენს ჩვეულებრივი დანაშაულის გამოძიება. პირიქით, ის უკვე საკმაოდ დაიღალა ასეთ რუტინაზე და უინტერესობაზე. ხოლო ისტორია, რომელიც შეიძლება მართლაც მას დაინტერესებდა უკვე დიდი ხანია არ შეინიშნება. ის უკვე ფიქრობს შეეშვას დეტექტიურ პრაქრიკას და მოსინჯიოს რაღაც ახალი. შეიძლება, უკვე დროა სერიოზულად დაფიქრდეს საკუთარი ქორწინებაზე. ხოლო მეგობრობა შეუცვლელ კოლეგასთან ცოტა გაფუჭდა. მაგრამ კარზე გაისმის კაკუნის ხმა და ოთახში შემოდის იდუმალი სტუმარი…

კინგსმენი 2 : ოქროს წრე / Kingsman 2 : Golden Circle (ქართულად)

$
0
0
ახალი ბოროტმოქმედის გამოჩენა და “კინგსმენი-ს” შტაბ-ბინაზე თავდასხმა, ეგსის და მერლინს აიძულებს ერთად მუშაობას ამერიკულ სააგენტოსთან “Statesman”, რათა გადაარჩინონ მსოფლიო.

ომი მაიმუნების პლანეტაზე / War Of The Planet Of The Apes (ქართულად)

$
0
0
მსოფლიო შეიცვალა. ახლა კაცობრიობის აღარ შეუძლია სრულად აკონტროლოს დედამიწა. ადამიანებმა კონტროლი დაკარგეს. მაიმუნები აღარ არიან უკვე მიმზიდველი და მოსიყვარულე არსებები, ახლა ისინი სრულფასოვანი საშიში მონადირეები არიან, რომლებიც მათი ადგილისთვის და უფლებებისთვის იბრძვიან. ადამიანებს აღარ შეუძლიათ მათი კონტროლი. ვითარება იმდენად კრიტიკული გახდა, რომ მაიმუნებმა ადამიანების მართვა დაიწყეს. რამ გამოიწვია ასეთი დისბალანსი ბუნებაში? ასეთი სიტუაცია გამოიწვია მთელი საზოგადოების უპასუხისმგებლო და უგუნურმა ექსპერიმენტმა, რომელმაც საბოლოოდ მიგვიყვანა საშინელ შედეგბამდე. მაიმუნები მათივე სახეობის ჰიბრიდები გახდენენ ემოციებით და გრძნობებით და ახლა აღარ სურთ, რომ მათ ადამიანები მართავდნენ.

სიცოცხლე / Life / Sicocxle (ქართულად)

$
0
0
სამეცნიერო ფანტასტიკური თრილერი საერთაშორისო კოსმოსური ხომალდის ასტრონავტთა გუნდზე, რომლებსაც მარსიდან მოაქვთა საიდუმლო ნიმუში. ფილმის ერთ-ერთი გმირი ნიმუსში ცოცხალი არსების ნიშნებს აღმოაჩენს – ბევრად უფრო ჭკვიანს და საშიშს, ვიდრე მათ შეეძლოთ წარმოედგინათ.

ქვის დაავადება / Mal de pierres / qvis daavadeba (ქართულად)

$
0
0
ფილმი მოგვითხრობს გოგონაზე სახელად გაბრიელი. იგი წარმოშობით სამხრეთ საფრანგეთის პატარა სოფლიდანაა. მშობლები მას ხოსეზე ათხოვებენ, მოსიყვარულე და პატიოსანი ესპანელი ფერმერი, რომელიც მშობლების აზრით, მათ ქალიშვილს საპატივცემულო ქალს გახდის. მიუხედავად ხოსეს ერთგულებისა, გაბრიელი ფიცს დებს, რომ ის მას არასდროს არ შეიყვარებს. ყველაფერი იცვლება იმ დღეს, როდესაც იგი გაემგზავრება სამკურნალოდ ალპებში. იქ ის ხვდება ანდრეს, მამაც დაჭრილ ომის ვეტერანს, რომელიც ახერხებს მის შიგნით დამარხული ვნების გაღვივებას. გაბრიელი გადაწყვეტს ანდრესთან ერთად გაქცევას და ახალი ცხოვრების დაწყებას. მაგრამ, გამოჩდება კი ვინმე, ვინც გაბედავს და გაბრიელს წაართმევს თავისი ოცნების დაცვის უფლებას?

ფორსაჟი 8 / Furious 8 (ქართულად)

$
0
0
ფორსაჟი ბრუნდება. მავალი უსწრაფესი მანქანა, მრავალი ტყვია, მრავალი თავგადასავალი. დომინიკ ტორეტო და მისი იდეალური,დიდებული გუნდი კვლავ საქმეშია.

RSS in offline mode

DEADPOOL (ხარვეზები)

$
0
0
GMS ისტორია - DEADPOOL (ხარვეზები) ©Geo Modern Studio

Edge of Winter / ზამთრის ზღვარზე (2016)

$
0
0
დაძაბული დრამა ვითარდება მარტოხელა მამაკაცის გარშემო, რომელსაც ორი ვაჟი ჰყავს, რომლებსაც უნდა მიხედოს, მას შემდეგ, რაც მისი ცოლი გაემგზავრა. იმის მაგივრად, რომ ყველაფერი კარგად წარიმართოს, ძმებს კოშმარული ღამე ელით, მათ თავს თოვლიანი ქარიშხალი დაატყდებათ -

Ghost Team (2016)

$
0
0
პარანორმალური მოვლენებით შეპყრობილი კაცი განაგრძობს უცნაური მოვლენების გამოძიებას .

Ghostbusters / მოჩვენებებზე მონადირეები

$
0
0
ამბავი იწყება მონადირეების პრობლემებით: მათ აღარ შეუძლიათ დაიჭირონ მოჩვენებები ისე სწრაფად როგორც ადრე, ამოტომ უწევთ ახალგაზრდების აყვანა გუნდში

სან-ფრანცისკო / San-Francisco

$
0
0
События фильма начинаются в новогоднюю ночь 1906 года в Сан-Франциско, незадолго до землетрясения, которое 18 апреля разрушило большую часть города. К Блэки Нортону, циничному владельцу ночного клуба Paradise Cafe, обращается в поисках работы Мэри Блейк, дочь сельского священника и начинающая певица, мечтающая петь в опере. Услышав, как она поет, Блэки заключает с Мэри контракт сроком на два года. Вскоре талант певицы привлекает внимание Джека Берли, владельца оперного театра. Он приглашает Мэри на прослушивание, но Блэки отказывается отпустить девушку.

რობინ უილიამსი / Robin McLaurin Williams (ვიკიპედია)

$
0
0
რობინ მაკლორინ უილიამსი დაბადა ილინოისის შტატის ქალაქ ჩიკაგოში. დედამისი ლორი მაკლორინი იყო ყოფილი მოდელი ახალი ორლეანიდან. მამამისი რობერტ ფიცჯერალდ უილიამსი იყო Ford Motor Company-ის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. დედის მხრიდან მისი დიდი-დიდი ბაბუა ანსელმ მაკლორინი იყო მისისიპის სენატორი და გუბერნატორი. უილიამსის გენეალოგია შეიცავდა ინგლისურ, უელსურ, ირლანდიურ, შოტლანდიურ, გერმანულ და ფრანგულ ფესვებს. აღიზარდა საეპისკოპოსო ეკლესიის წესის მიხედვით. გაიზარდა მიჩიგანში, ბლუმფილდ-ჰილზში, სადაც დეტროიტის სკოლაში სწავლობდა, მოგვიანებით კალიფორნიაში სწავლობდა რედვუდის უმაღლეს სკოლაში. სკოლის დამთავრების შემდეგ ჩააბარა კლერმონტის კოლეჯში პოლიტოლიგიის სპეციალობით. შემდეგ, სწავლა განაგრძო ჯულიარდის სკოლაში, სადაც დრამატულ ხელოვნებას დაეუფლა. ჰყავდა ორი ნახევარძმა: ტოდი და მაკლორინი.


2014 წლის 11 აგვისტოს რობინ უილიამსი კალიფორნიაში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი თ ვ ი თ მ კ ვ ლ ე ლ ო ბ ა

ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი / Fantastic Beasts and Where to Find Them

$
0
0
ფილმი, მწერალ ნიუტ სკამანდერის ამბავზე მოგვითხრობს, რომელიც მას თავს გადახდა ნიუ-იორკის ჯადოქრებთან ჭიდილში. მოქმედებები 70 წლის წინ განვითარდა, მანამდე - სანამ, ჰარი პოტერი წაიკითხავდა ამ მწერლის წიგნს სკოლაში.

ვარსკვლავური ომები: გარიყული / Rogue One: A Star Wars Story

$
0
0
ფილმში მოთხრობილია ამბები, რომლებიც წინ უსწრებდა "ვარსკვლავური ომების" მეოთხე ეპიზოდს. გაიგეს რა იმის შესახებ, რომ იმპერიამ ყველაზე სრულყოფილი საბრძოლო სადგური ააგო, რომელსაც ყველა პლანეტის განადგურება შეუძლია, მეამბოხეთა ალიანსმა გადაწყვიტა განსაკუთრებული რაზმი შექმნას, რომელსაც ყოფილი დამნაშავე ჯინ ერსო უხელმძღვანელებს, რომლის მიზანსაც იმპერიის სრულყოფილი იარაღის ნახაზების ხელში ჩაგდებაა. მიუხედავად იმისა, რომ მისია თვითმკვლელობის ტოლფასია, რაზმი მზად არის გამარჯვებისთვის თავი გასწიროს. თუმცა, ძალთა თანაფარდობა უცებ იცვლება, როცა იმპერატორი მათ წინააღმდეგ ყველაზე საშინელ და ძლევამოსილ ხელქვეითს დარტ ვაიდერს აგზავნის, რომლის ბრძოლაში ჩაბმა, მიუთითებს იმაზე, რომ მეამბოხეთა რაზმი მისიის სასიკვდილოდ განწირულია.

სუშანტ სინგჰ რაჯპუტი / Sushant Singh Rajput

$
0
0
ბიოგრაფია: სუშანტ სინგი ქალაქ პატნეში დაიბადა, სადაც მამამისი სახელმწიფო ჩინოვნიკად მუშაობდა. 2000 წელს ოჯახი ნიუ-დელიში გადავიდა საცხოვრებლად. სუშანტს 2002 წელს დედა გარდაეცვალა, რაც ძალიან განიცადაი იგი ოჯახში უმცროსი შვილია. მას ოთხი და ჰყავს. მისი ერთი და, მიტუ სინგი კრიკეტის მოთამაშეა ნაციონალურ ლიგაში.

სუშანტი მშობლიურ ქალაქ პატენში Karen's High-ის სკოლაში სწავლობდა, ასევე სწავლობდა Kulachi Hansraj Model School-ში. ამ სკოლის დევიზი გახლდათ: "იბრძოლე და ეძებე, იპოვე და არ დანებდე". მსახიობმა ერთიანი ეროვნული გამოცდები (AIEEE) ჩააბარა, სადაც მე-7 ადგილზე გავიდა და დელის საინჟინრო კოლეჯის სტუდენტი გახდა. სუშანტი დელიში შიმაკ დავარის ცეკვის აკადემიაში და ჯონ ბერის თეატრალურ კლასსი ჩაირიცხა. სამი წლის სწავლის შემდეგ, მსახიობმა კოლეჯი დატოვა და მუმბაიში გადავიდა სამსახიობო კარიერის ასაწყობად. სუშანტის თქმით, მსახიობობა ყოველთვის მისი "ოცნება და ვნება" იყო.

დავარის მომავალი მოწაფე დასის ნაწილი გახდა. იგი მათთან ერთად გამოდიოდა 2006 წელს მსოფლიო თანამეგობრობის დადგმებზე და Filmfare -ს დაჯილდოვებისადმი მიძღვნილ 51-ე ცერემონიალში ცეკვებს ასრულებდა. მუმბაიში გადასვლის შემდეგ, სუშანტი ეშლი ლობოს დასში ცეკვავდა. საბრძოლო ხელოვნებას ალან ამინასთან სწავლობდა და მოჰიტა სურის თანაშემწედ მუშაობდა მხატვრული ფილმის "Raaz 2"-ის გადაღებისას. ამ პერიოდში, იგი ნადირ ბაბარას თეატრალური დასის წევრიც გახლდათ.

2008 წელს რაჯპუტი "ბალაჯი ტელეფილმის" (Balaji Telefilms) ასისტენტად განიხილებოდა, რომელიც: ეკტე, შობჰე და ჯიტენდრე კაპურებს ეკუთვნოდა. იგი მათ ქასტინგებზე მიიწვიეს. მან ტელეარხ Star Plus-ში, პრიტა ჯუნეჯის მეორე ხარისხოვანი როლი მიიღო სერიალში "Kis Desh Mein Hai Dil Meraa". სერიალის პოპულარობამ მსახიობს საშუალება მისცა, 2009 წელს ტელეარხ Zee TV -ს პროექტ

"Rishta Pavitra"-ი მიეღო მონაწილეობა, რასაც კრიტიკოსებისა და მაყურებელთა მხრიდან მსახიობის საყოველთაო აღიარება მოჰყვა. იმავე წელს, მან ამ პროექტში შესრულებული როლისთვის რამდენიმე ჯილდო აიღო.

2010 წელს სუშანტი ტელეარხ Star Plus-ის "Zara Nachke Dikha 2"-ში, საცეკვაო რეალითი-შოუში გამოვიდა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ავად გახდა და ტრავმებიც მიიღო, საზოგადოებისა და კრიტიკის ყურადღების ცენტრში მაინც მოექცა. იმავე წლის დეკემბრის თვეში, ქორეოგრაფ შამპოი სანტალიესთან ერთად, რეალითი-შოუში "Jhalak Dikhhla Jaa 4" გამოვიდა. მისმა მონდომებამ მსახიობს საუკეთესი მოცეკვავის ტიტული მოუპოვა. მიუხედავად იმისა, რომ იგი ამ დროისთვის საქვეყნოდ ცნობილი გახლდათ. ამ შოუმ მსახიობი ტელევიზიის ყველაზე პოპულარულ სახედ აქცია. 2011 წლის ოქტომბერში, სუშანტმა გადაწყვიტა თავი დაენებებინა სერიალში "Rishta Pavitra" მონაწილეობისთვის და ბედი დიდ ბოლივუდში, პროფესიონალურ კინოსამყაროში ეცადა.

ბოლივუდში რაჯპუტმა ქასტინგები გაიარა აბიშეკ კაპურის ფილმში "Kai Po Che" და სამი მთავარი როლიდან, ერთ-ერთი მოიპოვა. ფილმი მსოფლიო ეკრანებზე 2013 წლის 22 თებერვალს გამოვიდა და კრიტიკისა და კომერციული თვალსაზრისით საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა. ფილმში სუშანტმა იშაან ბჰატას როლი შეასრულა და მრავალრიცხოვანი დადებითი გამოძახილი მიიღო. მასზე კრიტიკოსი რაჯივ მასანდი წერდა: "ძნელია თვალი მოწყვიტო სუშანტ სიჰგ რაჯპუტს. მსახიობს ენითუთქმელი ხიბლი გააჩნია. იგი თავდაჯერებულია და ცხადია, რომ ახალი ვარსკვლავი დაიბადა"!

ამ ფილმის შემდეგ, მსახიობი რამდენიმე სურათში მიიწვიეს. 2013 წელს მას თავის ფილმსი როლი შესთავაზა რეჟისორმა კარან ჯოხარმა. იშვიათად თუ შეხვდა ვინმეს სადებიუტო როლის სემდეგ ისეთი წარმატება, როგორიც ხვდა წილად სუშანტს. მისი სარეკლამო ბანერებით ინდოეთის ქალაქები აივსო!

პ ი რ ა დ ი: მსახიობს უკვე ოთხი წელია რომანი აქვს ანკიტა ლკხანტესთან, რომელიც მისი პარტნიორი იყო სერიალში "Pavitra Rishta". წყვილი თავიანთ ურთიერთობებს არ მალავს. ისინი ერთად ცხოვრობენ და სამოქალაქო ქორწინებაში იმყოფებიან. სუშანტმა განაცხადა, რომ როგორც კი ქორწინებას გადაწყვეტენ, ამის შესახებ, მაშინვე გააჟღერებენ.

ანკიტა ლაკჰანდი / Ankita Lokhande

$
0
0
ბიოგრაფია: ანკიტა 1983 წლის 19 დეკემბერს დაიბადა ინდორში, მადჰია-პრადეში, მაჰარაშტრიანების ოჯახში. 2008 წელს იგი ლიდერი ქალის როლში აირჩიეს NDTV-ის მიერ გადაღებულ სატელევიზიო მრავალსერიან პროექტში „Imagine's Bali Umar Ko Salaam opposite Jay Soni“. მაგრამ, სერიალს გაურკვეველი მიზეზებით, დღის სინათლე არ უხილავს.

მსახიობი საზოგადოების ყურადღების ცენტრში Zee TV. -ს მიერ მომზადებული პროექტში, სატელევიზიო სერიალში „ფიცი“ (Pavitra Rishta) არჩანას როლის შესრულებით მოექცა. ანკიტას სურვილია, ბოლივუდში მოსინჯოს ძალები და თუ გაუმართლა, მის დაპყრობასაც შეძლებს. მაყურებელმა ის შეიძლება მალე იხილოს სანჯაია ლილის ახალ ფილმში „ბჰანსალი პადმავატი“.

რაც შეეხება მსახიობის განათლებას, აქ ის საგრძნობლად მოიკოჭლებს. 2005 წელს მან სწავლას თავი დაანება და მუმბაის მიაშურა, რათა სატელევიზიო პროექტების კონკურსანტი გამხდარიყო. ოთხო წლის უშედეგო ცდის შემდეგ, იგი ტელესერიალ „ფიცში“ შესასრულებელი ერთ-ერთი მთავარ, არჩანას როლში დაამტკიცეს. გოგონას სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა.

პ ი რ ა დ ი: მსახიობი 4 წელია სამოქალაქო ქორწინებაშია მსახიობ სუშანტ სინგჰ რაჯპუტთან, რომელიც მისი მეწყვილეა სერიალში „ფიცი“. ანკიტას აქვს ფსევდო სახელები: ანკი, მინტი, პუჯა. მსახიობის გარეგნობიდან, განსაკუთრებით გამოყოფენ მის ლამაზ შავ თვალებს. აქვს შავი ფერის თმა, სხეულის საერთო ზომა 34-26-34, მკერდის ზომა 34В, ფეხის ზომა 8, იწონის 55 კგ-ს. რელიგიით არის - ჰინდი.

ფილმოგრაფია
2009-14 Pavitra Rishta as Archana Manav Deshmukh/ Ankita Naren Karmarkar
2011 - Jhalak Dikhhla Jaa as Participant
2011 - Comedy Circus as Participant
2013 - Ek Thhi Naayka as Pragya
2015 - Kuch Toh Hai Tere Mere Darmiyaan as Cameo Appearance

ABC-მ საშემოდგომო სეზონზე სერიალების პრემიერების თარიღები გამოაქვეყნა

$
0
0
ABC გამოაქვეყნა სერიალების პრემიერების თარიღები საშემოდგომო სეზონისთვის.

“სკანდალის“გადაღებები შუა სეზონზე შეჩერდა. მის ადგილს ახალი დრამა “ნოტარიუსი” დაიკავებს. “გრეის ანატომიის” მეცამეტე სეზონის პრემიერა კი 22 სექტემბერს შედგება. აქვე ტელეარხმა ემის დაჯილდოების ცერემონიის თარიღიც გაგვაცნო. აქ წარმოგიდგენთ ჩვენი საყვარელი სერიალების გრაფიკს საათებისა და თარიღების მიხედვით.

(საათები აშშ-ს დროის მიხედვით არის მითითებული)

18 სექტემბერი. 8:00-11:00 (საღამო) – ემის 68 დაჯილდოების ცერემონიალი (ლაივი ლოს-ანჯელესიდან).
20 სექტემბერი. 10:00-11:00 (საღამო) – მარველის აგენტები S.H.I.E.L.D.” (მეოთხე სეზონის პრემიერა).
22 სექტემბერი. 8:00-9:00 (საღამო) – გრეის ანატომია (მეცამეტე სეზონის პრემიერა)
22 სექტემბერი. 9:00-10:00 (საღამო)- ნოტარიუსი (პრემიერა)
25 სექტემბერი. 8:00-9:00 (საღამო) – ერთხელ (მეექვსე სეზონის პრემიერა)
25 სექტემბერი. 10:00-11:00 (საღამო) – კუანტიკო (მეორე სეზონის პრემიერა)
Viewing all 449 articles
Browse latest View live